ვლადიმერ პუტინის განცხადება

28 დეკ 2025

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კიევის რეჟიმის მეთაურები არ ჩქარობენ კონფლიქტის მშვიდობიანი საშუალებებით გადაწყვეტას.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა თუ არ ისურვებს საქმის მშვიდობიანი გზით დასრულებას, რუსეთი ყველა ამოცანას შეიარაღებული გზით გადაჭრის. სამხედრო ძალების სამეთაურო პუნქტში გამართულ შეხვედრაზე პუტინმა გენშტაბის უფროსის მოხსენება მოისმინა და აღნიშნა, რომ ახლა რუსეთი უნდა დაინტერესდეს საკითხით, რომ უკრაინული სამხედრო ფორმირებები მათ მიერ ამჟამად დაკავებული ტერიტორიებიდან ნებაყოფლობით გავიდნენ.

ფოტო გალერეა