28 დეკ 2025
იტალიაში „ჰამასის“ დაფინანსებაში ეჭვმიტანილი 9 პირი დააკავეს. პოლიციის მონაცემებით იდენტიფიცირებულია კიდევ 2 პირი, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან და მათი დაკავების ორდერია გამოცემული.
ეჭვმიტანილებს ბრალი ედებათ იმ ორგანიზაციების ფინანსურ მხარდაჭერაში, რომლებიც ბაზირებულია ღაზის სექტორში, პალესტინის ტერიტორიებზე ან ისრაელში და რომლებიც „ჰამასს“ ეკუთვნის.
საერთო ჯამში, საუბარია დაახლოებით შვიდი მილიონი ევროს ოდენობით დაფინანსებაზე.გამოძიების ვერსიით, მიუხედავად იმისა, რომ მათი საქმიანობის დეკლარირებული მიზანი იყო თანხების შეგროვება „პალესტინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული მიზნებით“, რეალურად შეგროვებული თანხის ორ მესამედზე მეტი პირდაპირ „ჰამასის“ ან მასთან დაკავშირებული ჯგუფების დაფინანსებაზე დაიხარჯა.