შემაჯამებელი შეხვედრა პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან

28 დეკ 2025

შინაგან საქმეთა მინისტრი პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა და 2025 წლის განმავლობაში, მათ მიერ დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ჩატარებული ღონისძიებების  შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
გეკა გელაძემ სამუშაო შეხვედრაზე, ყურადღება გაამახვილა სამინისტროს პრიორიტეტულ მიმართულებებზე და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს სამომავლო გეგმები გააცნო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისსა და რეგიონებში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელს და აღინიშნა, რომ სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ეფექტური ღონისძიებების შედეგად, სტატისტიკური მონაცემები, გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული.