28 დეკ 2025
ლასტიკის პარკების რეგულირების საკითხზე მწარმოებლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პლასტმასის ნარჩენებით, მათ შორის პლასტიკის პარკებით გარემოს დაბინძურება ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ გარემოსდაცვით გამოწვევას წარმოადგენს და პრობლემის შემცირების მიზნით კომპლექსური ღონისძიებების გატარებაა საჭირო.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ პლასტიკის მოხმარების შემცირების რეფორმის ფარგლებში, 2026 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევა დადგენილება, რომელიც სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების მოხმარების აკრძალვას ითვალისწინებს.