2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები

28 დეკ 2025

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელია – ასეთია ფეხბურთის ფედერაციის გამოკითხვის შედეგები.
კვარაცხელია საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად უკვე მეხუთედ აღიარეს რაც რეკორდია.
წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – თეონა ბაქრაძე გახდა, ფუტსალის წლის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი ღავთაძე, წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – გიორგი კვერნაძე, წლის საუკეთესო მსაჯი  კი  გოგა კიკაჩეიშვილი.
ასევე გამოვლინდნენ გამარჯვებულები 19 და 17 წლამდე შორის.