პოლიციამ მარნეულში განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა და ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

28 დეკ 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით - 2 პირი: 1968 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ჯ.კ. და 1977 წელს დაბადებული რ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
 
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების ჩხრეკის შედეგად 2,5 კილომდე ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“ ამოიღეს.

"საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯ-კ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი და ცეცხლსასროლი პისტოლეტი.
 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც  20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.