28 დეკ 2025
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაჯილდოებაზე 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.
GFF Awards 2025-ის ღონისძიება სასტუმრო „პარაგრაფ თბილისში“ გაიმართა.
საუკეთესოები შემდეგ ნომინაციებში გამოვლინდნენ:
წლის საუკეთესო მამაკაცი ფეხბურთელი – ხვიჩა კვარაცხელია
წლის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – თეონა ბაქრაძე
ფუტსალის წლის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი ღავთაძე
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – გიორგი კვერნაძე
წლის საუკეთესო მსაჯი – გოგა კიკაჩეიშვილი
ახალგაზრდა ფეხბურთელებს ალექსანდრე ჩივაძის მედლები გადაეცათ.
17-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელები:
ბრინჯაოს მედალი – საბა ავდოევი („იბერია“ თბილისი)
ვერცხლის მედალი – ლუკა შარიქაძე („დინამო თბილისი“)
ოქროს მედალი – ანდრია ბართიშვილი („კოლხეთი“, ფოთი)
19-წლამდე საუკეთესო ფეხბურთელები:
ბრინჯაოს მედალი – ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია“ თბილისი)
ვერცხლის მედალი – გიორგი გვასალია („დინამო თბილისი“)
ოქროს მედალი – საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი“)
კვარაცხელია საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად უკვე მეხუთედ აღიარეს (2020, 2021, 2022, 2023, 2025), რაც რეკორდია.
კვარაცხელიას საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენის (2023) ჯილდოც აქვს მიღებული.