ამინდის პროგნოზი - გაფრთხილება

27 დეკ 2025

სინოპტიკოსები მომდევნო დღეებში დასავლეთ საქართველოში ტემპერატურის კლებას პროგნოზირებენ.  მეტეოროლოგი კობა ფარტენაძის განცხადებით,   29-30 დეკემბერს ზღვაზე 6 ბალამდე შტორმია ნავარაუდები. 
ამასთან,  საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში – ნისლი, ქარბუქი, გზებზე კი ლიპყინულია ნავარაუდები.