27 დეკ 2025
‘’ახალი წლის დღეების’’ ფარგლებში ხელვაჩაურის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე,საახალწლო კონცერტი მიმდინარეობს.
საახალწლო პროგრამა მოიცავს საბავშვო აქტივობებს, ზღაპრის გმირების წარმოდგენებსა და მუსიკალურ ნომრებს. პატარებს თოვლის ბაბუამ საჩუქრები გადასცა.
დაჯილდოვდნენ წარჩინებული სტუდენტები. კონცერტში ადგილობრივი და მოწვეული შემსრულებლები მონაწილეობენ. ღონისძიება საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.