27 დეკ 2025
სასურსათო პროდუქტებზე ფასების რეგულირების ინიციატივა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამ მიმართულებით დაწყებული გამოძიება კვლავ პოლიტიკური შეფასებების თემაა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ ფასების ზრდაზე სრული პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება. „გახარია - საქართველოსთვის“ გუნდის წევრები კი საპარლამენტო კომისიაში ჩართულობაზე მზაობას გამოხატავენ და ამბობენ, რომ მნიშვნელოვანია, ყველა პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, აქ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ მოსახლეობამ ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობის შედეგი სასურსათო კალათაზე ფასების შემცირებით მომავალი წლიდან უნდა იგრძნოს.