27 დეკ 2025
დევნილი ოჯახებისთვის წინასაახალწლო ნობათების გადაცემა გრძელდება. თბილისის შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ მოწყვლადი კატეგორიის დევნილ ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათები პირადად გადასცა.
სადღესასწაულო ნობათი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ სოციალურად დაუცველ, უკიდურესად შეჭირვებულ და მრავალშვილიან 2000-ზე მეტ ოჯახს გადაეცემა.