27 დეკ 2025
სასამართლომ ბაჩო ახალაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე მეია მელქაძემ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი სრულად დახურული იყო. პროკურატურის განცხადებით საქმეში არსებობდა მოწმეთა შესახებ საიდუმლო ინფორმაციები, რომლის გავრცელებაც შესაძლოა მომხდარიყო, მათ შორის მოწმეების პერსონალური ინფორმაციები.
თავად ბაჩო ახალაია სხდომის დახურვის წინააღმდეგი იყო, მისი თქმით, მას სუს-ში უთხრეს, რომ მის მეუღლეს, ანა ნადარეიშვილს დააკავებდნენ თუ ის თავისი მეგობრების წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემდა. ციტატა - „რატომ უნდა დაიხუროს საქმე, რომელიც არ დაწყებულა? გინდათ, რომ პროცესებზე ადამიანები არ მოვიდნენ, რომ ვერ გაიგონ ინფორმაცია.
რა საფუძვლით უნდა დახუროთ, რა ლოგიკით? ისიც ვერ გავიგე ჩემი მეუღლე ბრალდებულია თუ არა. უცნაურობა ეტყობა ამ ყველაფერს. დახურვის წინააღმდეგი ვარ, მინდა, რომ ყველამ იცოდეს, თუ რა მტკიცებულებები გაქვთ-განაცხადა პროცესსზე ახალაიამ.გამოძიება ყოფილ მაღალჩინოსანს 4 ოქტომბერს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება.