27 დეკ 2025
სპორტის მინისტრი ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყრილობას დაესწრო. შალვა გოგოლაძემ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ხელბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატება უსურვა, სიტყვის ბოლოს კი ლეგენდარულ ხელბურთელ ალექსანდრე ანპილოგოვს საზეიმო ვითარებაში საქართველოს პასპორტი გადასცა.
ყრილობაზე ხელბურთის ეროვნული ფედერაციის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ახალი ლოგოს პრეზენტაციაც გაიმართა, ასევე წარადგინეს სპეციალურად საიუბილეო წლისთვის შექმნილი ეროვნული ნაკრების ახალი ფორმა, რომლითაც საქართველოს ხელბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს.