შეხვედრა პედაგოგებთან

27 დეკ 2025

საქართველოს განათლების, მინისტრმა  ბოლნისის, დმანისის, მარნეულის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებთან, სკოლის დირექტორებთან და მშობლებთან ერთად, ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფცია განიხილა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე ისაუბრა. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა.
მონაწილეებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე  მიიღეს ინფორმაცია და ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და წინადადებები წარმოადგინეს.