27 დეკ 2025
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მზადაა ტრამპის გეგმა ომის დასრულების შესახებ რეფერენდუმზე გაიტანოს, თუ რუსეთი 60 დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.
მედიასთან ინტერვიუში ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიღწეული პროგრესის მიუხედავად, დონალდ ტრამპის გეგმა უკრაინისგან ტერიტორიულ დათმობებს კვლავ მოითხოვს, რაზეც უკრაინელი ხალხის თანხმობა იქნება აუცილებელი. ასევე, პრეზიდენტის თქმით, იმედოვნებს რომ 28 დეკემბერს ტრამპთან შეხვედრაზე ომის დასრულების ჩარჩო დოკუმენტზე შეთანხმებას მიაღწევს.