27 დეკ 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 28 აგვისტოდან სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი – 1992 წელს დაბადებული ფ.ა. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული გარდაბანში, საცხოვრებელ სახლებში სხვადასხვა დროს ქურდობის მიზნით შევიდა, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნივთებს და ტექნიკას ფარულად დაეუფლა.
"ჩადენილი დანაშაულებისთვის ფ.ა.-ს გარდაბნის რაიონული სასამართლოს მიერ თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.
დაკავებული ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული", - აღნიშნულია ინფორმაციაში.