პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა

27 დეკ 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და გლდანი ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით სამი პირი: 2002 წელს დაბადებული გ.ც., 2007 წელს დაბადებული ლ.კ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1985 წელს დაბადებული ნ.ჰ. დააკავეს. 

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი ჩხრეკისას და მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: „ალფა-პვპ“, „მეთადონი“, „მეტამფეტამინი“, „მეფედრონი“ და „მარიხუანა“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.