საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობა

26 დეკ 2025

საზღვაო სფეროში დასაქმების ხელშეწყობის" ქვეპროგრამის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

ქვეპროგრამის ფარგლებში "პროფესიული უნარების ჰაბმა" სამგზავრო გემის მიმტანის, ბართენდერისა და რეცეფციონისტის პროფესიული მომზადების 20 კვირიანი სასწავლო მოდული განახორციელა.

კურსი საერთაშორისო საზღვაო ბაზრის მოთხოვნებისა და წამყვანი საკრუიზო კომპანიების სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავდა.

მიმდინარე წელს აღნიშნული კურსი 26-მა  ბენეფიციარმა დაასრულა, დასაქმებისთვის საჭირო გასაუბრება მათგან 14-მა გაიარა, 11-მა კურსდამთავრებულმა კი დასაქმების უფლება პირველივე გასაუბრებით მოიპოვა.

სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკული უნარების შეძენას,ასევე უცხო ენის ცოდნის გაღრმავებას,მეორე უცხო ენის შესწავლასა და საზღვაო საწვრთნელ მასერთიფიცირებელ  ტრენინგ კურსებს.

პროგრამას აჭარის დასაქმების სააგენტო პროფესიული უნარების ჰაბთან ერთად ახორციელებს.