26 დეკ 2025
ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ქალაქის მასშტაბით, უნებართვოდ განთავსებული კაფე-ბარებისა და სავაჭრო ჯიხურების დემონტაჟს აგრძელებს.
ამ ეტაპისთვის, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ სანაპირო ზოლზე, იმ ობიექტებისა და ბუნგალოს ტიპის კონსტრუქციების დემონტაჟი მიმდინარეობს, რომლებიც წლების განმავლობაში ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა.
მუნიციპალურ ინსპექციაში აცხადებენ, რომ პროცესი ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს.
კაფე ბარებისა და ჯიხურების მეპატრონეები ამბობენ, გაფრთხილება მათ მხოლოდ გუშინ მიიღეს და დემონტაჟისთვის დრო არ მიეცათ.