"ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატები აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში წარადგინა

17 აგვ 2025

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 43 დღეა დარჩენილი.

რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში პარტია „ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა სულხან თამაზაშვილმა მერობის კანდიდატები ადგილობრივ მოსახლეობას და მხარდამჭერებს უკვე წარუდგინა.