26 დეკ 2025
,,პური ჩვენი არსობისა” - ღონისძიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქართულ ხორბალს, როგორც კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას.
შესრულდა პანტომიმის ნოველა სახელწოდებით „საქართველო“, ასევე გაიმართა პანელური დისკუსია და კითხვა-პასუხის სესია, ნაჩვენები იყო UNESCO-ს ნომინაციაზე წარდგენილი სამეცნიერო ფილმი, რომლის რეჟისორიც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა პროექციის ავტორი ზვიად სირაბიძეა.
სხვა დოკუმენტურ მასალებთან ერთად სწორედ ამ სამეცნიერო ფილმით დაადასტურა საქართველომ იუნესკოზე, რომ ქართული ხორბალი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.