წითელი ჯვრის საზოგადოების წლის შემაჯამებელი ღონისძიება ხულოში

26 დეკ 2025

ხულოს საჯარო ბიბლიოთეკაში წითელი ჯვრის საზოგადოების ხულოს ადგილობრივი ფილიალის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში ორგანიზაციის საქმინობა, არსებული შესაძლებლობები და გამოწვევები, მიმდინარე, დასრულებული და გარდამავალი პროექტების შედეგები განიხილეს, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.

ყურადღება დაეთმო მერიის თანადაფინანსებით განხორციელებულ პროექტს „საქმიანობათა ცენტრი ხულოში უსაფრთხო გარემოსა და სიცოცხლის ხელშეწყობისათვის“.

მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, მერიის მხრიდან პროექტის თანადაფინანსება 10 000 ლარით გაიზარდა.

ღონისძიების დასასრულს წლის საუკეთესო მოხალისეები დაჯილდოვდნენ.