ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა-შეხვედრა მასწავლებლებთან და სკოლების დირექტორებთან

26 დეკ 2025

განათლების მინისტრის შეხვედრა სასკოლო საზოგადოებასთან.

გივი მიქანაძემ გურიისა და აჭარის რეგიონში სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებთან  შეხვედრისას ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის კონცეფციის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებმა გივი მიქანაძეს რეფორმის კონცეფციასთან დაკავშირებით პოზიციები და მოსაზრებებიც გაუზიარეს.