26 დეკ 2025
დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს ზუგდიდში.
მშენებლობის დასრულების შემდეგ 1 747 იძულებით გადაადგილებული ოჯახი სრულად გარემონტებულ ბინას მიიღებს.
მასშტაბური საცხოვრებელი კომპლექსის პროექტი - სტადიონის, ბავშვთა გასართობი მოედნის და სავარჯიშო სივრცეების მოწყობასაც ითვალისწინებს.
პროექტის მშენებლობა , რომლის ღირებულება 191 მილიონ 12 ათას 850 ლარს შეადგენს 2027 დასრულდება.
იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი კომპლექსები, ზუგდიდის პარალელურად, კიდევ 3 ქალაქში - თბილისში, რუსთავსა და ბორჯომში შენდება.