ბაჩო ახალაიას დაკავება

26 დეკ 2025

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია ბრალის წარდგენის მოლოდინშია.  იგი უფლებადამცველმა მოინახულა.

დღეს მედიასთან კომენტარი გააკეთა მისმა მეუღლემ, ანი ნადარეიშვილის თქმით, როგორც ადვოკატს შესვლა უნდოდა სუს-ის იზოლატორში, სადაც დაკავებული ბაჩო ახალაია იმყოფება, თუმცა უფლება არ მისცეს.   

ანი ნადარეიშვილი აღნიშნავს, რომ პოლონეთში, როგორც ემიგრანტები იმყოფებოდნენ და ბაჩო ახალაია კვლავ აპირებდა უკან გაბრუნებას. თუმცა საზღვარზე არ გაუშვეს , მიზეზი კი არ განუმარტავთ.

ბაჩო ახალაია დაკავებულია 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში. 

გამოძიების თანახმად, 4 ოქტომბრის მოვლენებს ახალია ინტერნეტ-აპლიკაციის მეშვეობით ხელმძღვანელობდა და განვითარებული მოვლენების მთავარი ორგანიზატორი იყო. 

სუს-ში განმრტეს, რომ ბაჩო ახალაიასთან ერთად დაკავებული იყო მისი მეუღლეც, თუმცა მიიღეს გადაწყვეტილება მის გათავისუფლებაზე, მაგრამ თანამონაწილეობაზე  გამოძიება გაგრძელდება.