26 დეკ 2025
წლის დასკვნითი ღონისძიება გამართა ბათუმის საჭადრაკო კლუბმა „ნონამ“, რომელმაც გასული სეზონის შეჯამების შედეგად გამოავლინა და დააჯილდოვა 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები, მწვრთნელები და არბიტრები.
2025 წელს კლუბმა როგორც დაფაზე, ასევე ონლაინ რეჟიმში 93 ღონისძიება ჩაატარა, ამათგან 76 იყო საერთაშორისო კატეგორიის.
საერთაშორისო ტურნირებზე კლუბ „ნონას“ მოჭადრაკეებმა მოიპოვეს 75 ოქროს, 60 ვერცხლისა და 61 ბრინჯაოს მედალი. ეროვნულ ჩემპიონატზე კლუბის ანგარიშზე სამი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალია. რაც შეეხება რეგიონალურ ტურნირებს, კლუბის წევრებმა 13 ოქროს, 11 ვერცხლისა და 12 ბრინჯაოს მედალი მოიგეს.
საქალაქო ასპარეზობებზე კი თავი 18-ჯერ გამოიჩინეს. 8 ოქრო, 6 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.
კლუბის მედია მხარდაჭერისა და ჭადრაკის პოპულარიზაციაში, ასევე ჩემპიონატების დროულად და ობიექტურად გაშუქებისთვის საგანგებო სიგელები გადაეცათ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სპორტულ ჟურნალისტს ირაკლი დარცმელიზეს და ოპერატორ ვალერი ვახტანგაძეს.