„არსიანის“ საანგარიშო კონცერტი

26 დეკ 2025

აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი “არსიანი” გუშინ მაყურებლის წინაშე საანგარიშო კონცერტით წარსდგა.

წლის შემაჯამებელ კონცერტზე 21 ნომერი შესრულდა, მათ შორის როგორც საცეკვაო ასევე სასიმღერო ფოლკლორის ნიმუშები.

(საათნახევრიან პროგრამას მაყურებლის დადებითი ოვაციები და შეფასება მოჰყვა.)

ანსამბლ არსიანის რიგებში რამდენიმე ახალი მოცეკვავეა. საანგარიშო შემაჯამებელ კონცერტს არსიანი ტრადიციულად ყოველწლიურად მართავს.