26 დეკ 2025
იაპონიის მთავრობამ მომავალი წლისთვის თავდაცვის ბიუჯეტის რეკორდული თანხა დაამტკიცა, რომელიც 58 მილიარდ დოლარს აღემატება.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის ხარჯებისთვის ბიუჯეტის მატება მიზანს ისახავდა ქვეყნის საპასუხო დარტყმის შესაძლებლობების და სანაპირო დაცვის გაძლიერებას ფრთოსანი რაკეტებითა და დრონებით.
„ასოშიეითიდ პრესი“ წერს, რომ იაპონიაში ჩინეთის მხრიდან გაზრდილი დაძაბულობის ფონზე ხდება თავდაცვის ბიუჯეტის ზრდა. მასში 6 მილიარდ დოლარზე მეტი სარაკეტო შესაძლებლობების გასაძლიერებლადაა გათვალისწინებული.