The New York Times - ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოსკოვი უკრაინის მიერ შეთავაზებულ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას დათანხმდება

26 დეკ 2025

„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა რომ მოსკოვი უკრაინის მიერ შეთავაზებულ 20 პუნქტიან სამშვიდობო გეგმას დათანხმდება.

გამოცემის ინფორმაციით, პუტინი ბრძოლის ველზე თავისი არმიის „წარმატებებით“ გამხნევებულია, რის გამოც შეთავაზებული გეგმის ზოგიერთი პუნქტი შესაძლოა მისთვის მიუღებელი იყოს.

პარალელურად, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრები შეაჯამა და აღნიშნა, რომ არსებობს რამდენიმე ახალი იდეა ფორმატების, შეხვედრებისა და ვადების თვალსაზრისით.