უკრაინაში საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარების შესახებ შექმნილი სამუშაო ჯგუფი პირველ შეხვედრას გამართავს

26 დეკ 2025

უმაღლესი რადას პირველი ვიცე-სპიკერი აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკრაინაში საომარი მდგომარების დროს არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების შესახებ საკანონმდებლო წინადადებების მომზადებაზე მუშაობს, პირველ შეხვედრას დღეს გამართავს. 

ალექსანდრ კორნიენკოს თქმით, სამუშაო ჯგუფში დაახლოებით 60 ადამიანია გაერთიანებული, რომელშიც შედიან თითოეული საპარლამენტო ფრაქციისა და ჯგუფის ორ-ორი წარმომადგენელი.

ასევე კორნიენკომ დაამატა, რომ ჯგუფში ერთიანდება 10-მდე ადამიანი ძირითადი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან. შეხვედრის შესახებ საუბრისას, ვიცე სპიკერმა აღნიშნა, რომ პირველი შეხვედრა ორი ძირითადი ბლოკისგან შედგება, სადაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეზენტაციას მოისმენენ.