26 დეკ 2025
პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესს გაეცნო საქართველოს განათლების მინისტრი.
მინისტრმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა წყალტუბოს, წალენჯიხისა და ფოთის სასწავლებლებში და შეხვედრები გამართა თანამშრომლებთან.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრებზე პროფესიული განათლების გაძლიერების მიზნით განსახორციელებელი ინიციატივები განიხილეს, ასევე კოლეჯების თანამშრომლებისგან არსებული გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია.