საახალწლო ღონისძიება კადეტთა სამხედრო ლიცეუმში

25 დეკ 2025

ქუთაისის გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში საახალწლო ღონისძიება გაიმართა.
კადეტთა შემოქმედებითმა ჯგუფმა დამსწრე საზოგადოებას მუსიკალურ - ქორეოგრაფიული, თეატრალური ნომრები წარუდგინეს.   ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად სხვადასხვა ქვედანაყოფის მეთაურები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ლიცეუმის პირადი შემადგენლობა ესწრებოდა.