თავდაცვის ყოფილი მინისტრის სასამართლო პროცესი

25 დეკ 2025

თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს რომ მის მიმართ წაყენებული ბრალი აბსურდულია -  მისი თქმით ბინა ესპანეთში ბინების გაყიდვით შეიძინა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ სასამართლო პროცესზე ასევე განაცხადა რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალი აბსურდულია, რომელსაც ნორმალურ ქვეყანაში არ თუ სასამართლო, არამედ ბრალდების მხარეც არ გაიზიარებდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს. ასევე, ბრალდების მხარის მოთხოვნით გამოსაკვლევ მტკიცებულებებს კიდევ 7 კომპიუტერული დისკი დაერთო, სადაც ბრალდებულების კომუნიკაციაა ასახული. ასევე, გამოსაკითხ პირთა რაოდენობას, ექსპერტებიც დაემატნენ.