სამომხმარებლო ფასები - გამოძიება სუს-ში

25 დეკ 2025

სუს-ი სურსათის ფასების საკითხის შესწავლას იწყებს. უწყების ინფორმაციით, ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. პარალელურად პარლამენტი ქსელურ მაღაზიებში საკვებ პროდუქტებზე არსებული ფასების შესწავლას საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე დაიწყებს. საკანონმდებლო ორგანო სპეციალური კომისიის შექმნას აპირებს.
პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე მუშაობას იწყებს კონკურენციის სააგენტოც. გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერის ინიციატივის შემდეგ მიიღეს, რომელმაც მოუწოდა სამართალდამცავ უწყებებს, შეისწავლონ სასურსათო ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები.  აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები გრძელდება.