25 დეკ 2025
„აჭარული დიალექტის ლექსიკონი“ – წიგნის პრეზენტაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.
16 ათას 146 ლექსიკური ერთეულისგან შემდგარ ლექსიკონზე ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ- მკვლევარები მუშაობდნენ.
ლექსიკონს მნიშვნელოვან სამეცნიერო გამოცემად მიიჩვენენ მათ შორის, ჩვენებურებისთვის, რადგან მათ დღემდე შემოინახეს ძველი აჭარული დიალექტი.
ლექსიკონი განკუთვნილია არამხოლოდ ენათმეცნიერთათვის, არამედ ქართველოლოგიური საკითხებით დაინტერესებული მკვლევრებისთვის და ფართო საზოგადოებისათვის.
აჭარული დიალექტის ლეკსიკონი 200 ეგზემპლარად გამოიცა.