წინასაახალწლო ბაზრობა

25 დეკ 2025

ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, ბათუმში საახალწლო ბაზრობაა მოწყობილი. 

სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ სხვადასხვა ზომისა და ფორმის ბუნებრივი ნაძვის ხეები.

გამყიდველების თქმით, ნაძვის ხეების ფასი 50 ლარიდან იწყება და განისაზღვრება წიწვოვანი მცენარის სიმაღლისა და ხარისხის მიხედვით.

საახალწლო ბაზრობაზე შესაძლებელია ჩიჩილაკების და საახალწლო აქსესუარების შეძენა.