ქრისტიანული სამყაროს დიდი ნაწილი ქრისტესშობას ზეიმობს

25 დეკ 2025

კათოლიკური სამყარო შობას აღნიშნავს. საშობაო წირვა-ლოცვა აღევლინა გვიან ღამით ბათუმის სულიწმინდის სახელობის კათოლიკურ ტაძარში.

საშობაო წირვა პადრე გაბრიელ ბრაგანტინმა ჩაატარა. წირვას სხვადასხვა ქვეყნის კათოლოკე მრევლი ესწრებოდა.

დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა ნათლობის ცერემონიაც. როგორც პადრემ აღნიშნა, 2025 წელი  ბათუმის კათოლიკური ეკლესიითვის საიუბილეო წელია.

სულიწმინდის სახელობის ტაძარი ბათუმში 25 წლის წინ, 2000 წელს გაიხსნა. წირვის დასასრულს პადრე გაბრიელ ბრაგანტინმა და მრევლმა ერთმანეთს შობის დადგომა მიულოცეს და მსოფლიოს მშვიდობა უსურვეს.