24 დეკ 2025
წარმატებული სპორტსმენების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა ხულოში.
სხვადასხვა სპორტის სახეობაში მიღწეული წარმატებისთვის სპორტსმენები და მწვრთნელები დააჯილდოვეს.
წელს ხულოს მუნიციპალიტეტიდან ჯამში 119-მა სპორტსმენმა მოიპოვა მედალი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე , ასევე საერთაშორისო ტურნირებსა და საქართველოს ჩემპიონატებში, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში , მაგიდის ჩოგბურთში ,მკლავჭიდში, ჭადრაკში , ფეხბურთში , სამთო-სათხილამურო სპორტსა და ქვიშის ფრენბურთში.