პრემიერის ვიდეო მიმართვა და პოლიტიკური შეფასებები

24 დეკ 2025

საგაზაფხულო სესიის გახსნისთანავე საქართველოს პარლამენტი შექმნის სპეციალურ კომისიას და დაიწყებს სასურსათო პროდუქტებზე ფასების ფორმირების პროცესის საჯარო შესწავლას- ასეთია პრემიერის  ინიციატივაზე პარლამენტის გადაწყვეტილება. სამომხმარებლო პროდუქტებზე მაღალ ფასებს ოპოზიცია სახელისუფლებო რგოლში კორუფციულ გარემოს უკავშირებს. ხელისუფლების ოპონენტები ქართულ ოცნებას ურჩევენ, ბიზნესზე მუქარას უმჯობესია დეღეგეს გადასახადი შეამცირონ.