24 დეკ 2025
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს 2025 წლის შემაჯამებელი სხდომა გამართა.
სულხან თამაზაშვილმა რეგიონის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრა მთავრობის საქმიანობის შეჯამებით დაიწყო. მისი განცხადებით, ხელისუფლების პოლიტიკა მკაფიოა და იგი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული.
,,ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა არის მკაფიო და ორიენტირებულია მშვიდობაზე, სტაბილურობასა და ქვეყნის განვითარებაზე. სწორედ ამ სტაბილურობის ფონზე შესაძლებელი გახდა რეგიონის ეკონომიკური განვითარება. 2025 წელთან შედარებით ბიუჯეტი 10 პროცენტით გაიზარდა. ბიუჯეტის ზრდა გვაძლევს შესაძლებლობას, მეტი რესურსი მივმართოთ მოქალაქეებზე, რეგიონის განვითარებასა და პრიორიტეტულ სფეროებზე", - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ჯანდაცვის სფეროში მთავარ ამოცანად სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობის გაზრდა რჩება. წლის განმავლობაში ჯანდაცვის პროგრამებით 100 000-მდე მოქალაქემ ისარგებლა. როგორც მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, მომავალ წელს ბიუჯეტი იზრდება, შესაბამისად გაიზრდება როგორც პროგრამების, ისე ბენეფიციართა რაოდენობა. განათლების სფეროზე საუბრისას სულხან თამაზაშვილმა აღნიშნა, რომ ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების საფუძველი სწორედ განათლებაა. 2025 წელს რეგიონში 10 000-ზე მეტ მოსწავლეს გაუუმჯობესდა სასწავლო გარემო აღნიშნა სხდომაზე რეგიონის პირველმა პირმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შეაჯამა ასევე ტურისტული სეზონი და აღინიშნა, რომ საერთაშორისო აღიარების მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა იყო. ისაუბრა ვიზიტორთა სტატისტიკაზე, რომლის მიხედვითაც 9 თვის მონაცემებით, აჭარაში დაახლოებით 4 მილიონი ვიზიტი დაფიქსირდა.