24 დეკ 2025
საანგარიშო-საარჩევნო კონფერენცია გაიმართა აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციაში, რომელსაც 23 მოწვეული დელეგატიდან 21 ესწრებოდა.
კონფერენციაზე განვლილი ოთხი წლის საქმიანობა შეაჯამეს და სამომავლო პრიორიტეტები დასახეს. გაიმართა ასევე ფედერაციის პრეზიდენტის და გამგეობის წევრების არჩევნები.
დელეგატებმა ნდობა კვლავ ჯემალ წულუკიძეს გამოუცხადეს, რომელიც აღნიშნულ ფედერაციას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტი გელა ზოიძე იქნება.
ვიცე-პრეზიდენტები იქნებიან ბიჭიკო ბოლქვაძე, აკაკი მახარაძე, ვაჟა დავითაძე, ლევან პაქსაძე და აჭარის ორგზის აბსოლუტური ფალავანი, აჭარის ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი რუსლან შავაძე. აჭარის ქართული ჭიდაობის ფედერაციის გენერალური მდივანი კი კვლავ გოგა აბრამოვი იქნება.