პრემიერ-მინისტრის ვიდეო მიმართვა

24 დეკ 2025

"აქტიურად ვიმუშავებთ სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების ქსელების წარმომადგენლებთან, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ფასების შემცირებას მივაღწიოთ.
საჭიროების შემთხვევაში, ამისათვის სხვადასხვა ქვეყანაში აპრობირებულ ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოვიყენებთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს.
მთავრობის მეთაურმა სამართალდამცავ უწყებებს საკითხის სიღრმისეული შესწავლისკენ მოუწოდა. პარლამენტს კი მიმართა, რომ საკითხის შესაფასებლად შექმნას საპარლამენტო კომისია.
პრემიერმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობაზე, ირაკლი კობახიძის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს.