24 დეკ 2025
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2025 წლის გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს.
წელს კონკურსში 101 გუნდი, სულ 337 მოსწავლე მონაწილეობდა. მათგან ფინალურ ეტაპზე 12 გუნდი გადავიდა.
კონკურსის მთავარი პრიზი - NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში გამგზავრება გუნდმა „კლასტერები“ მოიპოვა.
კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მოსწავლეების პროექტის მიზანი დრონებზე დაფუძნებული, ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული საძიებო-სამაშველო სისტემის შექმნაა, რომელიც რთულად მისადგომ რეგიონებსა და კატასტროფის ზონებში დაკარგული ადამიანების სწრაფ და ეფექტურ აღმოჩენას უზრუნველყოფს.