24 დეკ 2025
“გახდი მედიაწიგნიერების მკვლევარი“ - კომუნიკაციების კომისიამ სტუდენტებისთვის ანალიტიკური ნაშრომების კონკურსის „გამარჯვებულები დააჯილდოვა.
კონკურსი წელს პირველად ჩატარდა და მასში 26 სხვადასხვა უნივერსიტეტის 180-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.
საკონკურსო თემები იყო : მედია და ხელოვნური ინტელექტის გამოწვევები და შესაძლებლობები; ყალბი ინფორმაცია; ასევე, სიძულვილის ენისა და ონლაინ დისკრიმინაციის თვალსაზრისით, მედიაწიგნიერების როლი.