24 დეკ 2025
ბათუმის ყინულის არენაზე საახალწლო შოუ პროგრამა გაიმართა. ყინულზე შესრულდა ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები , საახალწლო შოუსთან ერთად, მაყურებელმა ყინულზე შესრულებული აჭარული განდაგანაც იხილა.
არენაზე შეკრებილი სტუმრების წინაშე ადგილობრივი მოციგურავეები, ასევე სტუდია “ვივა”ს ვოკალური ანსამბლის შემსრულებლები წარდგნენ. აღსანიშნავია რომ ღონისძიებაში 300 ზე მეტი მოზარდი მონაწილეობდა, მათ შორის ნორჩი ჰოკეისტები. შოუ პროგრამა ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერითა და სპორტული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.