24 დეკ 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოჯახის წევრის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული გ.კ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მძევლად აიყვანა საკუთარი ბებია - 1950 წელს დაბადებული ნ.კ. და მისი ყოფილი მეუღლის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბებიის სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული ადგილზე დააკავეს. ნ.კ. სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება" , - აცხადებენ შსს-ში.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.