23 დეკ 2025
ბათუმის მერიამ წლის წარმატებული ხელოვანები და კულტურის სფეროში მოღვაწე ადამიანები დააჯილდოვა.
ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ, მადლობა გადაუხადა ხელოვანებს ქალაქისა და ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის და წარმატებები უსურვა მათ შემოქმედებით საქმიანობაში.
მერიის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში, გამარჯვებულები საკონკურსო კომპოზიციებისა და საკონკურსო წელს მიღწეული წარმატების მიხედვით გამოვლინდნენ.