ხულოს ბიუჯეტი 40 მილიონ ლარზე მეტი იქნება

23 დეკ 2025

ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 40 მილიონ 440 ათას 100 ლარით განისაზღვრა, რაც 2025 წელს დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 4 მილიონ 965 ათას 100 ლარით მეტია.

ბიუჯეტი მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითად მიმართულებებს მოიცავს და სხვადასხვა სფეროს დაფინანსებას ითვალისწინებს.

დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე დიდი თანხა ინფრასტრუქტურის მშენებლობის, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციისთვის გამოიყო და ამ მიმართულებით 16 მილიონ 30 ათას 983 ლარია განსაზღვრული.

დასუფთავებისა და გარემოს დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად ბიუჯეტში გათვალისწინებულია 1 მილიონ 999 ათას 471 ლარი.

განათლების სფეროს დაფინანსება 5 მილიონ 907 ათას 383 ლარს შეადგენს.

კულტურის, რელიგიის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 4 მილიონ 639 ათას 484 ლარია გამოყოფილი, ხოლო ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამებზე 4 მილიონ 357 ათას 813 ლარი დაიხარჯება.

2026 წლის ბიუჯეტი საკრებულოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დამტკიცდა. გადაწყვეტილებას მხარი 25 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ორი წევრი წინააღმდეგი იყო და ისინი ოპოზიციას წარმოადგენდნენ