23 დეკ 2025
აშშ-ის პრეზიდენტმა, ფლორიდის რეზიდენციაში ახალი სამხედრო გემების მშენებლობის გეგმის პრეზენტაცია გამართა. საბრძოლო ხომალდის სახელწოდება „ტრამპის კლასი“ იქნება.
პრეზიდენტის თქმით, გემები უფრო დიდი, სწრაფი და ასჯერ უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე აშშ-ის მიერ აწყობილი ნებისმიერი წინა საბრძოლო ხომალდი. თავდაპირველად დაახლოებით 2,5 წელიწადში უნდა აშენდეს ახალი კლასის ორი გემი.
მედიის ინფორმაციით, ახალი სამხედრო ხომალდები იქნება ტრამპის ადმინისტრაციის ძალისხმევის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საზღვაო ფლოტის რეორგანიზაციას, რათა არ ჩამორჩეს და შეაჩეროს ისეთი გლობალური მოწინააღმდეგე, როგორიცაა ჩინეთი .