23 დეკ 2025
აჭარის ხელოვნების მუზეუმში მხატვარ სერგო გოგოლაძესთან შეხვედრა გაიმართა. ხელოვანმა თავისი შემოქმედების პრინციპებზე, განვლილ ეტაპზე, „ლუვრის კარუსელში“ მონაწილეობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
შეხვედრის პარალელურად სტუმრებმა მხატვრის ნამუშევრები დაათვალიერეს. სერგო გოგოლაძე პორტრეტის, პეიზაჟისა და ნატურმორტის ჟანრში ქმნის სხვადასხვა სახის სიუჟეტურ კომპოზიტებს.
არის არაერთი პერსონალური გამოფენის ავტორი და საერთაშორისო პლენერის მონაწილე. ხელოვნების მუზეუმში დაცულია მხატვრის სამი ფერწერული ტილო.